"ბუსტერ დოზის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია" - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის“ ეთერში, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ჩვენ ამის შესახებ უკვე პრაქტიკაშიც დავრწმუნდით, მაინც არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები მძიმდებიან. განსაკუთრებით, ისინი არიან ასაკოვანი, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადებები და არ არიან ვაქცინირებულები. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფებში ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმართვა და ბუსტერ დოზის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.