11 235 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვალება - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 17 130 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 325 838-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 106 221 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 246 პაციენტი ემსხვერპლა.