თეგებით ძიება
07. 02. 2022 COVID - 19

მოსალოდნელია, რომ ხვალ იყოს შემთხვევების ახალი ანტირეკორდი - ივანე ჩხაიძე

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მომდევნო კვირების განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას პროგნოზირებს.

"განსაკუთრებით "ომიკრონის" მეორე ვარიანტის გამოჩენის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ ახალი ანტირეკორდი ჩვენი ქვეყნის პანდემიის ისტორიაში და შემთხვევების რაოდენობამ 26 000-ს გადაჭარბოს. ყველაზე რეალისტური მოლოდინი რაც შეიძლება იყოს, არის შემთხვევების 5-ჯერადი ზრდა ადრე არსებულ შემთხვევებთან შედარებით, ეს არის 30 000 ინფიცირებული ადამიანი. იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვლის 26000 იყო მაქსიმუმი და ხვალინდელი ციფრი იქნება უფრო ნაკლები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეული ალბათობით ვთქვათ, რომ საქართველოში მე-6 ტალღის პიკმა გადაიარა,"-აცხადებს ივანე ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა