თეგებით ძიება
07. 02. 2022 COVID - 19

"თუ ჩვენ ვისაუბროთ 2-ჯერ ვაქცინირებულ ადამიანზე, პლუს ბუსტერზე, აქ ინფიცირების რისკები მინიმალურია" - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე იზოლაციის ვადებზე საუბრობს.

"ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა შეცვალა იზოლაციის პერიოდი და ეს ვადები შემცირებულია 5 დღემდე. ადამიანს, რომელსაც აქვს მსუბუქი ინფექცია, 5 დღის შემდეგ ის თავისუფლდება იზოლაციიდან, თუმცა მომდევნო 5 დღე აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე. 5+5 ასეთი ფორმულაა ამერიკაში. ახლა საქართველოში არის ფორმულა 8+5, 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა და 5 დღე ატაროს პირბადე.

ათვლის წერტილი უნდა იყოს სიმპტომებიდან დაწყებული. უფრო სწორი და ზუსტი იქნება, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სიმპტომების არსებობას, სიმპტომების დაწყების პერიოდს და არა დადასტურების პერიოდს. კონტაქტის შემთხვევაში, ანტიგენის ტესტის ნეგატიური პასუხი არ აძლევს ადამიანს დარწმუნებას იმაში, რომ ინფიცირებული არ არის.

სიტყვა ვაქცინაციას 2 განსხვავებული შეფასება აქვს: თუ ჩვენ ვსაუბრობთ 2-ჯერ ვაქცინირებულ ადამიანებზე, აქ რისკები ინფიცირების არსებობს, თუ ჩვენ ვისაუბროთ 2-ჯერ ვაქცინირებულ ადამიანზე, პლუს ბუსტერზე, აქ ინფიცირების რისკები მინიმალურია. ვაქცინირებულ ადამიანებს, რომლებსაც გაკეთებული აქვს 2 დოზა, მათთვის იზოლაციის ვადა და ინფიცირების რისკი დიდად განსხვავებული არ არის არავაქცინირებულთან შედარებით.

შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არის ორჯერადად ვაქცინირებული და დამატებითი ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული, ეს არ ეხება ყველა ვაქცინას, ეხება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერს“ და გარკვეულწილად „სინოფარმს“, თუ გაქვთ ბუსტერ დოზა და ხართ კონტაქტი, შეგიძლიათ, თავი ჩათვალოთ დაცულად სიმპტომების გამოვლენამდე და შესაბამისად, იზოლაციის აუცილებლობაც ნაკლებია“, - აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა