"დაფიქრდით… ჟენევაში კოვიდის ტესტი 12 ლარად იყიდება! საქართველოში ფასი რა არის?!" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის სწრაფი ტესტის ფასებზე სოციალურ ქსელში წერს.
"ჟენევაში კოვიდის სწრაფი ტესტი იყიდება 3.95CHF ანუ 12 ლარად!
მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქში ტესტის ფასი არის 12 ლარი. დაფიქრდით… ცნობისთვის, მინიმალური ხელფასი ჟენევაში არის 4000CHF (12,900 ლარი)
საქართველოში სწრაფი ტესტის ფასი რა არის?! ხელფასებზე აღარ ვსაუბრობ…", - წერს ფხაკაძე.#drpkhakadze