"ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა" - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "ქრონიკასთან“, "ომიკრონის" შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ის ჩვეულებრივი გრიპი და გაციება არაა.
"ომიკრონი“ შედარებით სუსტია, ვიდრე „დელტა“ შტამი, მაგრამ არც ისე მსუბუქი. ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად უყურებენ, ეს არის უდიდესი შეცდომა. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. ყოოველდღიურად ვისმენ ინფორმაციას, რომ ვაქცინირებულია 2000 ადამიანი ან თუნდაც 6000 - ეს არაფერია“, - განაცხადა ცერცვაძემ.