"ომიკრონის“ კონტაქტისგან თავის არიდების საშუალება პრაქტიკულად აღარ არის“ - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ომიკრონის“ უსიმპტომო შემთხვევების გამო ადამიანების დაინფიცირების ალბათობა დიდია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ის რომ, „ომიკრონით“ ინფიცირებულების იზოლაციის ვადიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა სეგმენტში გვაქვს ფაქტი, რომ გვაკლია პერსონალი, ეს არის ექიმები, საშუალო სამედიცინო პერსონალი. „ომიკრონის“ უსიმპტომო შემთხვევები ძალიან ბევრია, ამიტომ დაცვისა და კონტაქტისგან თავის არიდების საშუალება პრაქტიკულად აღარ არის. შესაბამისად, ამან გამოიწვია ყველა კლინიკაში კადრის დეფიციტი და ეს არ არის იმის გამო, რომ ჩვენი კოლეგების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ 8-დღიანი იზოლაციის პერიოდის გამო პრობლემები იქმნება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.