11 801 თბილისი, 3 382 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 კვლევა ტესტით, მათ შორის 53 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 635 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა.
✔️ აჭარა - 2 187
✔️ იმერეთი - 3 382
✔️ ქვემო ქართლი - 1 265
✔️ შიდა ქართლი - 1 418
✔️ გურია - 657
✔️ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577
✔️ კახეთი - 1 114
✔️ მცხეთა-მთიანეთი - 697
✔️ სამცხე-ჯავახეთი - 380
✔️ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 437, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 258.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 228 პირი, მათ შორის, თბილისში - 469, აჭარაში - 150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29. 1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 490 - აჭარაში.
202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.