თეგებით ძიება
08. 02. 2022 COVID - 19

კოვიდაფეთქება ციხეებში - ასობით მსჯავრდებული კოვიდინფიცირებულია

ციხეებში კოვიდაფეთქებაა, განგაშია გლდანის მე-8 დაწესბულებაშიც, სადაც "ტვ პირველის " ინფორმაციით, ომიკრონის შტამი მასობრივად გავრცელდა.

ინტერესების დამცველები შესაბამის დაწესებულებებს პატიმრების იზოლაციაში გადაყვანის და მათი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით მიმართავენ.

"კორონავირუსი მძვინვარებს და ადმინისტრაციასგაექცა ეს ვირუსი ხელიდან. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიდან რამდენიმე მათგანი გადაყვანილია ზობის დაწესებლებაში და იქ არიან იზოლაციაში, ხოლო ზოგიერთი მათგანი რჩება კვლავ მე-8 დაწესებულებაში. მივმართავ შესაბამის დაწესებულებებს, ვინც ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ამ პატიმრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. გადაიყვანეთ თითოეული მათგანი იზოლაციაში და გაუწიეთ სათანადო მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ სავალალო მდგომარეობას", - ამბობს ინტერესებიდა დამცველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა