თეგებით ძიება

“ოცნებამ” ადამიანი ასეც მომიგზავნა და საცემრადაც" - რას ამბობს ბადრი შუბლაძე?

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბადრი შუბლაძე “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მას მმართველ გუნდში გადასვლა შესთავაზა, რასზეც მან უარი განაცხადა, შემდეგ კი მმართველი გუნდიდან მიუგზავნეს პირი, რომელიც მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აპირებდა.

"“თქვენ გგონიათ, რომ “ოცნებიდან” შემოთავაზება არ მქონდა?! – წამოდიო და სამსახურსაც მოგცემთო… “ოცნებიდან” შემომითვალეს, უმუშევარი რომ ზიხარ წამოდი იმუშავეო, რას გაძლევს ეს “ნაციო.” რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და არ წავედი. შემდეგ მითხრეს, რომ არ იაქტიურო და ისეც გადაგიხდითო. “ოცნებამ” ადამიანი ასეც მომიგზავნა და საცემრადაც. მაგრამ, ვინც საცემრად მომიგზავნეს იმას შეეშალა და ჩემზე ჩემ შვილებს ჰკითხეს. მას თან ჰქონდა, რაღაც სკამის ფეხი, რითიც უნდა ვეცემე. შემთხვევა დელისთან მოხდა, რა დროსაც მე და ჩემი შვილი ერთმანეთს დავშორდით. მე ფეხით უნდა გამეგრძელებინა გზა, მას კი მანქანა უნდა დაეყენებინა. სწორედ, ამ დროს ჰკითხეს ჩემს შვილს ჩემზე და მან უთხრა – “უი, ეგ მამაჩემია და ახლა მოდისო!”

როცა ამ პიროვნებას შევხვდი ჩემი ორივე შვილიც იქ იყო და ამიტომ ცემა ვეღარ გაბედა. სადარბაზოს ეზოში, მაგიდასთან ვისხედით და დამიწყო საუბარი რა გინდა “ნაცებში” და ა.შ. – რაზეც ვუპასუხე – “რა გინდა შვილო, ცოლის ჭკუაზე არ დავდივარ და ახლა შენ ჭკუაზე გავივლი მეთქი!”, – განაცხადა ბადრი შუბლაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა