თეგებით ძიება

„ამ მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა, მადლობლები ვართ, რომ ომებს აგვაცილა და ბეწვის ხიდზე იარა“ - ნანული სარაჯიშვილი

23 ოქტომბერს, მმართველმა პარტიამ თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა, მანამდე, მათ რეგიონებში ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები.

წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე ბერა ივანიშვილის სიმღერით და გამოსვლით დასრულდა.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შორის იყო არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის მსახიობი ნანული სარაჯიშვილი, რომელმაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ „ამ მთავრობამ ომები აგვაცილა“.

„აუცილებლად მშვიდობა უნდა იყოს. ამ მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა და მადლობლები ვართ და კმაყოფილები, რომ ამ ომებს აგვაცილა, ბეწვის ხიდზე იარა.

თავიდანვე, ყოველთვის „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდი მხარს, ახლაც მის გვერდით ვარ და ყოველთვის მხარს დავუჭერ“, – თქვა ნანული სარაჯიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა