თეგებით ძიება

„ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც გადაარჩენს საქართველოს ომისგან - მანანა თოდაძე

მმართველმა პარტიამ გუშინ თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა, მანამდე, მათ რეგიონებში ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები.

შეკრებილებს შორის იყო არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის იყო მომღერალი მანანა თოდაძე, რომელმაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია 26-ში გამოცხადდეს ყველა და ხმა მისცენ ნამდვილად „ოცნებას“, იმიტომ, რომ ვფიქრობ, „ოცნება“ არის ერთადერთი პარტია და ჩვენი მთავრობა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს ომისგან. მშვიდობა გვინდა ჩვენ ყველას”, – აცხადებს მომღერალი მანანა თოდაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა