როდის დაიწყებს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები კლებას
ეპიდემიოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, თებერვლის მეორე ნახევრიდან გავრცელების მაჩვენებლები შემცირდება.
"20 იანვრის შემდგომ გვაქვს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლები. პრაქტიკულად, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში პოზიტიური ტესტების რაოდენობა 30%-ზე მეტია, რაც მიუთითებს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების უპრეცენდენტო მასშტაბებზე და, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური ფენა დროის მცირე მონაკვეთში უკვე თითქმის 90%-ს გადააჭარბებს, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების გავრცელების ტალღების და გადაცემის ჯაჭვების შემცირებას, რაც ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაში უნდა გამოხატოს უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.