საქართველოში "ომიკრონით" რეინფიცირების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირებული პაციენტის, კვლავ "ომიკრონით" რეინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.