თეგებით ძიება

ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე - თაკო ჩარკვიანი

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია.

„გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე. იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია. მელიაზე ფარული ჩანაწერებით არ ვმსჯელობ, მაგრამ პოლიტიკოსის ნაბიჯებს თუ ემთხვევა ხოლმე, გამომაქვს დასკვნა. მელიას შემთხვევაში, მე ფარული ჩანაწერის გამო კი არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არმოწონების, მოქმედების და შედეგის გამო. მგონია, რომ არ არის ცუდი პიროვნება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა