თეგებით ძიება
08. 02. 2022 COVID - 19

საქართველოში კოვიდით 143 მედმუშაკი დაიღუპა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2022 წლამდე კოვიდით 143 სამედიცინო მედმუშაკი დაიღუპა.

"მთლიან ინფიცირებაში 31 დეკემბრის მონაცემებით 3,2 % არის სამედიცინო პერსონალი. იანვარში ეს პროცენტი უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან ჩვენ იანვარში სერიოზული "ომიკრიონუის" სერიოზული გავრცელება გვაქვს. გამომდინარე აქედან სამედიცინო პერსონალი, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა. რაც შეეხება გარდაცვალებას, 31 დეკემბრამდე 143 სამედიცინო პერსონალი დაგვეღუპა კოვიდით", - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა