იანვარში კორონავირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდით 13 372 ორსული დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კონკრეტულად იანვარში - 4 019 დაავადდა.
"იანვარში, ომიკრონის აქტიური გავრცელების პერიოდში დაგვიინფიცირდა 4019 ორსული, მთლიანად ამ პანდემიის პერიოდში ჩვენ გვყავს 13 372 ორსული. მთლიანი ინფიცირებიდან 1 პროცენტი მოდის ორსულ ქალბატონებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან. ალბათ, ეს მონაცემი შემდეგ მიმოხილვაში გვექნება," - აღნიშნავს გამყრელიძე.