"კოვიდმა, 8 შვილის დედაც არ დაინდო” - პოეტი ასმათ მაჭავარიანი გარდაიცვალა
პოეტი, ასმათ მაჭავარიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, მაია კახიძე ავრცელებს.
"გარდაიცვალა პოეტი ასმათ მაჭავარიანი. სამწუხაროდ, 8 შვილის დედაც არ დაინდო კოვიდმა და არაჩვეულებრივი ქალბატონი, სიყვარულით სავსე პოეტი და უთბილესი ასმათიც იმიერში გადავიდა. ძალიან დამენანა… ისე განვიცადე…
ვიზიარებ ოჯახის, ახლობელ- მეგობრების დიდ მწუხარებას. უფალმა დაგიმკვიდროს, ასმათ, ცათა სასუფეველი", - ამბობს მაია კახიძე.