"კოვიდის ახალი შტამი საქართველოშია! ძველ "ომიკრონთან" შედარებით, 1.5-ჯერ უფრო გადამდებია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, საქართველოში "ომიკრონის" ახალი ვარიანტია, რომელიც ძველ შტამთან შედარებით, უფრო მეტი გავრცელების უნარით ხასიათდება.
"კოვიდის ახალი შტამი - "ომიკრონი" (BA.2) უკვე საქართველოშია! ძველ "ომიკრონთან" შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია. კოვიდ გადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 ომიკრონითაც), ორჯერ აცრილები "ფაიზერით" და "სინოვაკი/სინოფარმით" (ამ ორმა ვაქცინამ საერთოდ დაკარგა ეფექტურობა)არ არიან დაცული!
არაერთი კვლევა უკვე დაიდო (იხილეთ დეტალები ბმულში), რომ "სინოვაკის" და "სინოფარმის" ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის "ომიკრონის" ვარიანტისგან! დიახ, "სინოვაკმა" და "სინოფარმმა" დაკარგა ეფექტურობა კოვიდის "ომიკრონის" ვარიანტის მიმართ.
ასევე ცნობილია, რომ მხოლოდ "ფაიზერის" მე-3 დოზა იძლევა 70-90%-იან დაცულიბას და თუ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა (30-10%), ამ დაინფიცირებულებში სიკვდილიანობა არის მხოლოდ 0.1% და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით 1%.
ბოლო სიახლეები ასევე “ჯოგური იმუნიტეტის” შესახებ. კოვიდ გადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან, განსაკუთრებით "ომიკრონის" ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცრლებულია საქართვრლოში!
რა ვქნათ:
აიცერით მხოლოდ "ფაიზერით" ან \'მოდერნას" ვაქცინით 3 დოზით!
ორი დოზა "ფაიზერი" და \'მოდერნა" ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). "სინოფარმი\' და "სინოვაკი" საერთოდ ვერ გიცავთ 3 დოზაც.
კოვიდ გადატანილი “იმუნიტეტი” არ/ვერ გიცავთ და აიცერით "ფაიზერით" ან "მოდერნას" ვაქცინით 3 დოზით.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე.
დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
ხშირად დაიბანეთ ხელები.
გაანიავეთ ოთახები/შენობები ხშირად.
იარეთ სუფთა ჰაერზე, ამით “დ” ვიტამიბს მიიღებთ
მიირთვით ყოველდღიურად 5 სხვადასხვა ხილი/ბოსტნეული. ამით ნატურალურად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს.
შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე. #drpkhakadze