თეგებით ძიება
08. 02. 2022 COVID - 19

"მაინც მიპოვა..." - რას წერს ეკა ბესელია

"ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, ეკა ბესელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. პოლიტიკოსი კოვიდინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"მაინც მიპოვა, თუმცა კეთილად მომიახლოვდა.

რაც პანდემია დაიწყო ბევრჯერ ვიყავი კონტაქტი, თუმცა გვერდს მივლიდა.

ამჯერად ყველაზე საყვარელ ადამიანს, ჩემ შვილს შევეზიარე ამ ,,ომიკრონში" და ცუდად არ იქცევა.

მესამე დღეა, რაც დამეწყო სიცხით და მეორე დღიდან სიცხე გაქრა.

მხოლოდ ყრუ თავის ტკივილი მქონდა.

დღეს უფრო უკეთ ვარ, მშვიდად ვგრძნობ თავს.

სულ ცოტა ხნის წინ მივიღე "პი-სი-არ" პასუხი და დამიდასტურდა.

მიხარია, რომ არავის არ ჰქონდა ჩემთან კონტაქტი, რადგან მაშინვე იზოლაციაში გადავედი და გავერიდე ყველას.

იძულებითი დასვენების დღეები მექნება და რაც მქონდა დასაწერ -წასაკითხი, ყველაფერს მოვასწრებ...

ჯანმრთელობას გისურვებთ და სულიერ სიმშვიდეს", - წერს ბესელია.

exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა