თეგებით ძიება
09. 02. 2022 COVID - 19

"არანაირად არ შეიძლება „ომიკრონზე“ საუბარი ასე მარტივად" - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „ომიკრონს“ სერიოზული გართულებები ახლავს.

„რეალურად, ეს კორონავირუსის ერთ-ერთი მუტაციაა და ჩვეულებრივად იგივე „პატივი უნდა გვეცა“ მისთვის და უფრო მეტი ყურადღებით მოვქცეულიყავით და არ იქნებოდა ინფიცირების შემთხვევების ასეთი რაოდენობა. არანაირად არ შეიძლება „ომიკრონზე“ საუბარი ასე მარტივად. აქვს სერიოზული გართულებები. ნუ მივიყვანთ მოსახლეობას იმ დონემდე, რომ მართლაც მივიღოთ რაღაც სერიოზული პრობლემები. ვართ პიკურ მდგომარეობაში და აუცილებლად დაიწყება კლება“, - აცხადებს დევი ტაბიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა