11 857 თბილისი, 3 730 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 72 587 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 375 615.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 141 231.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 11 857
⭕ აჭარა - 2 011
⭕ იმერეთი - 3 730
⭕ ქვემო ქართლი - 1 421
⭕ შიდა ქართლი - 1 530
⭕ გურია - 642
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 577
⭕ კახეთი - 1 253
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 597
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 437
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 106
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 219 007 საიდანაც: 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 452, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 250.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 252 პირი, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში - 149, იმერეთში - 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 42, იმერეთში - 31.
1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 185 - თბილისში, 487 - აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.