"ასეთი ციფრების შემდეგ თუ კიდევ ვინმე ვაქცინაციას არ მიიჩნევს აუცილებლად, ეს უბრალოდ გაუგებარია“ - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა შორის 96%, ჰოსპიტალიზებულთა შორის 94,4% და გარდაცვლილთა შორის 99% არ იყო ვაქცინირებული. „ომიკრონი“ არ არის უწყინარი ვარიანტი კოვიდის. ასეთი ციფრების შემდეგ თუ კიდევ ვინმე ვაქცინაციას არ მიიჩნევს აუცილებლად, ეს უბრალოდ გაუგებარია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.