თეგებით ძიება
09. 02. 2022 COVID - 19

"შეიძლება კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანოთ, მაგრამ შეიძლება შემდეგ გამოჩნდეს გართულებები" - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა თუ რა არის ე.წ „ხანგრძლივი კოვიდი“.

„ხანგრძლივი კოვიდი“ - ასე უწოდებენ ექიმები, იმ სიმპტომებს, რომლებიც შესაძლოა ინფიცირებიდან 7-8 თვემდე გაგრძელდეს.

შეიძლება კორონავირუსი მსუბუქად, საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანოთ, მაგრამ შეიძლება შემდეგ გამოჩნდეს ისეთი გართულებები, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე. ეს შეიძლება იყოს ხველა, ძლიერი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლილობის შეგრძნება, ტემპერატურა, ძილის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების პრობლემები, თმის ცვენა, სახსრების ტკივილი და ა.შ.“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა