თეგებით ძიება

"გსმენიათ სინდისზე რამე? შვილები არ გყავთ?" - სააკაშვილი ანზორ ჩუბინიძეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.

ანზორ ჩუბინიძის ამ განცხადებას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა და ჩუბინიძეს მიმართა.

"სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონო ანზორ? თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერში, რაშიც თქვენს კოლეგას ადანაშაულებენ და 9 წელი რისთვის უნდა იჯდეს? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? არ შეახსენებენ თქვენს შვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვით ციხეში თუ როგორ? გსმენიათ სინდისზე რამე. ჯანაშიას, რომ უშვებთ ციხეში აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საქმიდან ... კითხვას როგორ არავინ არ დაუსვამს თქვენ შვილიშვილს ვინმე? ამაზე 5 საუკუნის შემდეგაც ისაუბრებენ. ძალიან მალე, რაც თქვენი მაფია ბოსი დაახვევს აქედან, აი ამ დარბაზში, ასეთივე მოსამართლეებით, ნამდვილად გაგიშვებთ ციხეში“, - მიმართა სააკაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა