თეგებით ძიება

მოსამართლემ თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის პროცესიდან გააძევა - ვიდეო

საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესზე კიდევ ერთხელ იყო ხმაური. ამჯერად მოსამართლეს "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი დაუპირისპირდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მიმართა და უთხრა, რომ სამშობლოს მოღალატედ მოხსენიება საჯარო მოხელეებისთვის მძიმე ბრალდებაა და ამას პროკურორები "ვერ გაუტარებდნენ".

მოსამართლის განცხადების საპასუხოდ თაკო ჩარკვიანმა მას მიმართა და უთხრა: "კორუფციონერი პროკურორი მოღალატეა აბა რა ჯანდაბაა?!"

ამ კომენტარის მოსმენისას მოსამართლემ ჩარკვიანის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ის მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა