თეგებით ძიება

სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაზე ნიკა მელია არ მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია გაიმართა.

ადგილზე არ გამოჩენილა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.

"ნამდვილად არ აპირებს პარტია ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრების, შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობა, რომელსაც აერთიანებს ის იდეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა ჩვენი პარტია, ეს არის ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო, ეს არის იდეა რომლის გარშემო ვართ ყველანი შემოკრებილი. ადრეც ვკამათობდით, დღესაც და მომავალშიც ვიკამათებთ ,“- განაცხადა "ენმ"-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა