თეგებით ძიება
09. 02. 2022 COVID - 19

ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაშია.

„ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. ბოლო ორი დღის ციფრი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება. რამდენ ხანს გასტანს პიკის ფაზა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ არსებულ რეგულაციებს. პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია გრძელდება და ბუსტერ დოზა რჩება განსაკუთრებული მნიშვნელობის“, - განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა