თეგებით ძიება

"დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა ჩვენებაზე უარი თქვა“ - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ანზორ ჩუბინიძის ქმედებას ეხმაურება, რომელმაც სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა.

"დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა. თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება. ეს იმავე სერიიდანაა, გორის ჩანაწერები რომ წაშალეს და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზით, ლონდა თოლორაია ჩანაწერებს არ აქვეყნებს.

მაფია ფარავს დანაშაულის კვალს. არაფერიც არ გამოუვათ, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ყველაფერი იცის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა