"ომიკრონი" უფრო დიდხანს რჩება ზედაპირზე!" - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი,პროფესორი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს:
"გაწმინდეთ ზედაპირები ხშირად!
კოვიდის "ომიკრონის" ვარიანტი უფრო დიდხანს რჩება ზედაპირზე სხვა კოვიდის ვარიანტებთან შედარებით!
კარგი ამბავი ის არის, რომ ზედაპირის წმენდა შველის ამ ვერაგის მოსასპობად.
გაწმინდეთ ზედაპირები ხშირად, დეზინფექცია ნამდვილად მუშაობს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze