"ანტივაქსერების სახით რუსეთი საქართველოში დივერსიას აწყობს" - რას წერს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შეფასებით, რუსეთი საქართველოში დივერსიას აწყობს და 2008 წლის აგვისტოს ომში დღიურად იმდენი ადამიანის დანაკარგი არ იყო, რაც დღეს, კოვიდპანდემიის გამო ხდება.
"მე ვცდილობ მეცნიერებაზე, პროგრესზე, მტკიცებულებებზე, ლოგიკაზე საუბარს და ამაში ძალიან შევცდი …..
რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული ანტივაქსერებმა კი კარგად შეისწავლეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა (იხილეთ ვიდეო ბმულში) და ახორცილებენ ჩვენი ქვეყნის შიგნიდან განადგურებას.
რუსეთთან ბოლო ომში დღიურად ჩვენ ისეთი დანაკარგი არ გვქონია რაც ამჟამად გვაქვს!
რუსეთი ოკუპანტია!
რუსეთი მტერია!
რუსეთი საქართველოში დივერსიას აწყობს ანტივაქსერების სახით!
მივხედოთ რეალურ მტერს!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze