თეგებით ძიება
09. 02. 2022 COVID - 19

"ამაში ძალიან შევცდი …" - რა შეცდომა დაუშვა გიორგი ფხაკაძემ?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერების სახით რუსულ დივერსიაზე საუბრობს საქართველოში და სოციალურ ქსელში იმ შეცდომებზე წერს, რაც დაუშვა.

"მე ვცდილობ მეცნიერებაზე, პროგრესზე, მტკიცებულებებზე, ლოგიკაზე საუბარს და ამაში ძალიან შევცდი …..
რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული ანტივაქსერებმა კი კარგად შეისწავლეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა (იხილეთ ვიდეო ბმულში) და ახორცილებენ ჩვენი ქვეყნის შიგნიდან განადგურებას.

რუსეთთან ბოლო ომში დღიურად ჩვენ ისეთი დანაკარგი არ გვქონია რაც ამჟამად გვაქვს!
რუსეთი ოკუპანტია!
რუსეთი მტერია!
რუსეთი საქართველოში დივერსიას აწყობს ანტივაქსერების სახით!
მივხედოთ რეალურ მტერს!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა