თეგებით ძიება
10. 02. 2022 COVID - 19

"შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავამ "იმედის“ ეთერში, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

"არის მოლოდინი, რომ შეიქმნება იმუნური ფენა და თუ ახალი შტამი არ გამოჩნდა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.“, - განაცხადა გოგინავამ.

გოგინავამ, ასევე, აღნიშნა, რომ 10-14 დღეში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება. ინფექციონისტი მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციის დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ალბათ 10-14 დღეში ეპიდსიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს არ არის მცირე დრო. იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტლები, უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები და უფრო აქტიურად უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია“ - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა