თეგებით ძიება

შემდეგი მინიმუმ ზალკალიანი იქნება - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, სამთავრობო ცვლილებებს დღეს აქვს ერთი ნიშნული, რომ რაც შეიძლება პოლიტიკურად უსახური და არაფრის მთქმელი იყოს მთავრობა.

“სახეზეა გარკვეული ცვლილებები და ავტორიტარიზმისთვის ზოგადად დამახასიათებელია ესეთი პოლიტიკური წარსულის და პოლიტიკური მომავლის არ მქონე ხელისუფლებები. ზალკალიანი მინიმუმ ამ პროცესს უნდა შეეწიროს. გომელაურის გადადგომა უფრო არ მგონია, რადგან ის პირდაპირ მიბმულია ბიძინა ივანიშვილზე და არამგონია მან ღარიბაშვილს რამე პრობლემები შეუქმნას. არ ველოდები, რომ ეს შეეხება წულუკიან, რადგან როგორც ჩანს პრემიერთან თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. სამთავრობო ცვლილებებს დღეს აქვს ერთი ნიშნული, რომ რაც შეიძლება პოლიტიკურად უსახური და არაფრის მთქმელი იყოს მთავრობა”, – განაცხადა ხიდაშელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა