თეგებით ძიება
10. 02. 2022 COVID - 19

ძირითადად, კლინიკაში 90% წლამდე ასაკის ბავშვები არიან - მაია ჩხაიძე

მედიცინის დოქტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ შეცვლილი პროტოკოლის საფუძველზე, პაციენტების უმრავლესობას 3 დღის მერე წერენ კლინიკიდან, შესაბამისად, სამ დღეში საწოლი თავისუფლდება.

"10 დღეზე მეტია დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით არის მომართვიანობა და ასევე გაწერებიც. მაქსიმუმი საწოლდღე არის სამი დღე. ხშირად, 48 საათშიც არიან პაციენტები გასაწერები. ზოგადად, რასაც ვხედავთ, ომიკრონი მიმდინარეობს მსუბუქად, ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები დაცულია სასწრაფოს მიერ. ძირითადად, კლინიკაში 90% არის წლამდე ასაკის ბავშვი," - ამბობს ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა