თეგებით ძიება

"ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე ბოროტი ძალაა - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის გიგი უგულავას იდეა შეაფასა, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ქოლგა პარტია იყოს.

კალაძის შეფასებით, ამ იდეას არავითარი პერსპექტივა არ აქვს და მარცხისთვის განწირულია.

"ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე ბოროტი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტიები, თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს ეს პარტიები და შემდეგ მიაგდოს. არაერთი მაგალითი გვინახავს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, არაერთი მაგალითი გვინახავს იმ კონკრეტული პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების "ბულინგი", ვინც კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცაში არ ეთანხმებოდა ან ეწინააღმდეგებოდა მათ გადაწყვეტილებებს, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორი "ბულინგი" მიდიოდა იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც პარლამენტში შესვლის მიმართ განცხადება გააკეთეს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს პროექტი თავიდანვე განწირულია წაგებისთვის", - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა