თეგებით ძიება

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელიც გამოძიებას აწარმოებს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. უკრაინელი სამართალდამცველები იკვლევენ მათი ქართველი კოლეგების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას.

უკრაინის კანონმდებლობა ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში აძლევს უფლებას საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც ნიშნავს, რომ ქართველ სამართალდამცველებს ურაინაში შესაძლოა ბრალი წარუდგინონ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა