თეგებით ძიება
11. 02. 2022 COVID - 19

"ჩვენი მოწოდება ვაქცინაციის, ბუსტერ დოზების, ნიღბის ტარების, დისტანცირების მაინც რჩება ძალაში" - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე ისაუბრა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.


„ომიკრონი“ ხასიათდება დაავადების შედარებით ხანმოკლე მიმდინარეობით, ნაკლებია ფილტვის ანთების სიხშირე, ნაკლებ პაციენტს სჭირდება ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში მკურნალობა. ჩვენი მოწოდება ვაქცინაციის, ბუსტერ დოზების, ნიღბის ტარების, დისტანცირების მაინც რჩება ძალაში და რაც უფრო კარგად შევასრულებთ, მით უფრო ნაკლები იქნება ინფიცირების მაჩვენებელი და მეტი იქნება ჩვენი მოსახლეობის გადარჩენისა და მართლაც სახიფათო ზონისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა