თეგებით ძიება

"ნიკანორ მელია უნდა გადადგეს!!!” - მაია ბაჩანაშვილი

საბერძნეთში მცხოვრები ქაართველი, მაია ბაჩანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ენმს" თავჯმდომარე ნიკა მელია უნდა გადადგეს.

“ქოცები ვიცით რა ნაძირლებიც არიან და ამას აღარ განვიხილავთ. ვიცით და ამიტომ გვქვია ოპოზიცია. ამიტომ ვირჩევდით ენმ-ს როგორც ყველაზე მსხვილ და ძლიერ პარტიას. გვჯეროდა რომ ეს პარტია იქნებოდა ის ძალა რომელიც “ქართული ოცნების” კუბოზე დააჭედებდა ბოლო ლურსმანს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ოთხი მოგებული არჩევნები ნებსით თუ უნებლიეთ “გაუპრავეს.” რა ჰქვია ამას თუ არა “გაპრავება,” როდესაც საკუთარი ამომრჩევლის ხმები ვერ დაგიცვია და მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ურცხვად შედიხარ პარლამენტში და ურცხვად პოზირებ ქოცების ფონზე,“- წერს ბაჩანაშვილი და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სუსტი და უუნარო აღმოჩნდა და ამაში პასუხისმგებლობა პარტიის თავმჯდომარეს ეკისრება.

„პარტიას, რომლის დამფუძნებელი და ლიდერი ტყვეობაშია და მისი თავისუფლებისთვის არავინ იბრძვის, უსუსტესი და უუნარო ხარ, აბა რა ხარ! ეს არის დანაშაული როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი ხალხის წინაშე. ამიტომ, მე როგორც ერთ-ერთი წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, ვთვლი რომ დანაშაული პირველ რიგში ეკისრება ნიკანორ მელიას.

მისი არასწორი პოლიტიკური ხედვების და ნაბიჯების გამო, ის უნდა გადადგეს პარტიაში დაკავებული თანამდებობიდან და დატოვოს პარტია არა მარტო მან, დატოვოს ყველამ. ვინც პარტია ხელს უშლის განვითარებაში და მუშაობაში! თქვენ კი მეგობრებო, დროა მორჩეთ სირაქლემას პოზაში ყოფნას!

დროა ამოიღოთ ხმა! თავზე გექცევათ ქვეყანაც და პარტიაც!“ – წერს მაია ბაჩანაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა