თეგებით ძიება

„ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ გათამამებულია და თავს უფლებას აძლევს, ცუდად მოიქცეს - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერს შეეხებოდა.

„მივხვდით, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად ამ თემაზე არ ლაპარაკობს. უბრალოდ, როგორც ბავშვები ერთმანეთს ეჭყანებიან, ზუსტად ასე ეჭყანება ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5 %-იანო ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით. მოგეხსენებათ, უბრალოდ, ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა