თეგებით ძიება

მიზანშეწონილად მიმაჩნია, გიული ალასანიას მილიონობით ღირებულების ქონების წარმომავლობის დასადგენად გამოძიება დაიწყოს - მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვლი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მილიონობით ღირებულების ქონების წარმომავლობის დასადგენად გამოძიება დაიწყება.

ამის შესახებ მან „იმედის კვირაში“გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა.

რეპორტაჟში ნაჩვენები იყო 135 მილიონად შეფასებული სხვადასხვა სახის ქონება, რომელთა წარმომავლობა დეპუტატის განცხადებით კითხვის ნიშნებს ბადებს და აუცილებელია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოიძიონ, როგორ გამდიდრდა სააკაშვილის დედა.

„გიული ალასანია ამბობს, 135 მილიონის ქონება მემკვიდრეობით მერგოო, რაც ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ცილს გვწამებენ, ჩვენ გამდიდრებაზე საუბრობენ და თავად კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები. საიდან აქვს სააკაშვილის დედას ეს უზარმაზარი ქონება?

ეს კითხვები არის საზოგადოებაში, პირადად მეც მაქვს კითხვა, როგორ დააგროვა და როგორ გადაეცა მას სხვადასხვა ფართები, შენობები და ასე შემდეგ. მიზანშეწონილად მიმაჩნია დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება გიული ალასანიას მილიონობით ქონების წარმომავლობის დასადგენად“, - განაცხადა ყაველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა