თეგებით ძიება

„საქალწულე აპკის აღდგენა“... - ვაშაძე უგულავას ინიციატივაზე

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გრიგოლ ვაშაძემ გიგი უგულავას ინიციატივა, რომლის თანახმად, „ოპოზიცია ერთი ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს“, "საქალწულე აპკის აღდგენას" შეადარა.

„მთლად ამ გზას ნუ გაჰყვებიან. ჯერ, სანამ ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდება, გამიჯვნაა საჭირო. ყველამ უნდა გაარკვიოს ვინ არიან და რა პოზიციაზე დგანან. არ შეიძლება, როდესაც ერთ პარტიაში მონარქისიტი, სოციალ-დემოკრატი და ლიბერალია. ჯერ შენ უნდა გაერკვიო, სად ხარ. მერე ვისთან გინდა მოკავშირეობა. როცა გაარკვევ, უნდა დაჯდე და საზოგადოებას, ამომრჩეველს მისცე შენი პროგრამა, “- განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა