"სამწუხაროდ, გარდაცვალების პიკი ჯერ კიდევ წინაა" - ზურაბ ჭიაბერაშვილის საგანგაშო პროგნოზი
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, "ომოკრონის" ტალღის გარდაცვალების პიკი ჯერ კიდევ წინაა.
"ფრთხილ ოპტიმიზმს გამოვთქვამ, რომ ამ ტალღის ინფიცირების პიკი გადავიარეთ. სამწუხაროდ, გარდაცვალების პიკი ჯერ კიდევ წინაა", - წერს ჭიაბერაშვილი.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 55 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 23 675 პირი გამოჯანმრთელდა.