თეგებით ძიება
11. 02. 2022 COVID - 19

"ეს რა საშინელება ყოფილა, ვერაფერს ვამოძრავებდი... " - შაკო კუჭაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

თბილისის საკრებულოს თანამშრომელი, შაკო კუჭაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"არასდროს გადამიტანია კოვიდი და აი ახლა მოვიდა. ეს რა საშინელება ყოფილა, ვერაფერს ვამოძრავებდი კარგა ხანი, ახლა და ახლა ამოვისუნთქე ცოტა.

დამჭირდა ჰოსპიტალიზაცია, შემომიყვანეს მაღალი ტემპერატურით, 41 გრადუსით(არასდროს მქონია ამხელა სიცხე ცხოვრებაში) ამ ეტაპზე უამრავი გადასხმის შემდეგ სიცხე დამისტაბილურდა, მაქვს 38 გრადუსი. პროფესიონალი ადამიანების ხელში ვარ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება", - წერს შაკო კუჭაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა