20 326 ახალი შემთხვევა, 57 გარდაცვალება - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 57 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 48 468 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 438 353-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 226 619 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 516 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 30,88%, ბოლო 14 დღის - 31,06%, ბოლო 7 დღის - 33,18%.