"თვალები გაახილა და ადეკვატურად რეაგირებს" - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე "ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
"პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მისი სატურაცია 91-92-ია. რაც დადებითად ითვლება. მუდმივ ძილზეც აღარ ჰყავთ. თვალები გაახილა და ადეკვატურად რეაგირებს. ჯერჯერობით ისევ ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება, თუმცა ანალიზები მდგომარეობის დასტაბილურებას აჩვენებს“, - განაცხადა მაკარაზმაძემ "ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.
შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაური „დელტა“ შტამით არის ინფიცირებული.