თეგებით ძიება

"რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ნებისმიერ წამს შეიჭრას" - ჯეიკ სალივანი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე 11 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აქცია უკრაინის მიმართ შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ დროს და მოსკოვი შეიძლება არ დაელოდოს პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებას.

"უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით მომდევნო 24 -იდან 48 საათის ფარგლებში. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი. ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია და მუქარა ახალა იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რა ქმედებასაც ახლა საღი აზრი მოითხოვს. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთი შეიძლება ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში, როგორც კი ვლადიმერ პუტინი ბრძანებას გასცემს. კომენტასრ არ გავაკეთებ ჩვენი სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებულ დეტალებზე, მაგრამ მინდა რომ ცხადად ვთქვა, რომ ოლიმპიადის დროს შეიძლება შეიჭრას მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ეს შეიძლება მხოლოდ ლიმპიადის დასრულების შემდეგ გაეკეთებინა, - განაცხადა სალივანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა