თეგებით ძიება

არავის უკვირს შალვა ნათელაშვილის არასერიოზულობა - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, გურამ მაჭავარიანის თქმით, შალვა ნათელაშვილი, “სამართლებრივადაც და მორალურადაც, საქართველოს პარლამენტში, წესით, არ უნდა იყოს”.

"მგონი, არავის უკვირს ამ ადამიანის არასერიოზულობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი პარტნიორების, საზოგადოების, თავისი ამომრჩევლის მიმართ. მისი წამოწყებული პოლიტიკური დამალობანას თამაში - დილით შემოდის, საღამოს პარლამენტს კომკავშირის კომიტეტს ეძახის და ა.შ. სერიოზულად აღარავის მიაჩნია”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ უწყეტს პარლამენტი უფლებამოსილებას კახა კუჭავასა და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს.

“კახა კუჭავამ თავისი ნებით დაწერა განცხადება, კერძო სექტორში მიდის. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას, კონსტიტუციითა და რეგლამენტით, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტს არასაპატიოდ გააცდენს, მას უფლებამოსილება უწყდება. ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მათ მიმართ დადგა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რაც შეხება ბადრი ჯაფარიძეს, აქაც კონსტიტუცია და რეგლამენტი ამბობს, რომ თუ პარლამენტის წევრის მიმართ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, ესეც უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა