"ჩვენი ტკბილი მოხუცები აღარ გვყავს" - კომპოზიტორ ნანა ბალახაშვილის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია
კომპოზიტორი, ნანა ბალახაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"ჩვენი ტკბილი მოხუცები აღარ გვყავს,მამა და ლამარა,ერთ დღეს წაგვართვა კოვიდმა (პანაშვიდი,დღეს 5 საათიდან,დაკრძალვა ხვალ 3 საათზე, მისამართი: უნივერსიტეტის 6, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი)", - წერს კომპოზიტორი.