თეგებით ძიება

"მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე" - კობახიძე რუსეთ-უკრაინის ომზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

"ჩვენთვის არის შემზშფოთებელი ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში. გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის მაინც და მაინც კარგი. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები არის საკმაოდ მაღალი. მთავარია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. როგორია საფრთხეები და ა.შ. ამ ყველაფერზე დასკვნები გაკეთდება ყოველდღიურ დაკვირვებაში", - განაცხადა კობახიძემ.

უკრაინა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. ბოლო ორი დღეა რუსეთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აძლიერებს. აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ინტერვენცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს განახორციელოს.

ბლოკირებულია შავი ზღვაც, სადაც რუსეთის 6 სადესანტო ხომალდია გაშვებული. ბლოკირებულია აზოვის ზღვაც, იქ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

რუსეთმა გუშინ ბელორუსია-უკრაინის საზღვართან სამხედრო საველე ჰოსპიტალიც განათავსა, რაც ასევე, უკრაინაზე თავდასხმის მანიშნებელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა